პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე 2023 წლის 3 თვის სტატისტიკურ მონაცემებს აჯამებს. მაია ომიაძის განცხადებით იანვარი-მარტის პერიოდში შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან რეკორდულად გაიზარდა.
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მუდმივად ახორციელებს სტრატეგიულ ბაზრებზე მარკეტინგულ კამპანიებს, რასაც ძალიან ბევრი ტურისტი შემოჰყავს ჩვენს ქვეყანაში, ეს თავისთავად აისახება შემოსავლების ზრდაზე. პირველი კვარტლის მონაცემებით შემოსავლების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია,“-აცხადებს მაია ომიაძე.
2023 წლის პირველ კვარტალში მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები, 2022 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით, 102%- ით არის გაზრდილი და 795 მლნ. აშშ დოლარს აჭარბებს.
2023 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 37.5 %-ით გადააჭარბა.
ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2023 წლის პირველ კვარტალში 64.7%-ით გაიზარდა ევროკავშირიდან, 136.1%-ით გაიზარდა თურქეთიდან, 73.2% ზრდა დაფიქსირდა ისრაელიდან და ა.შ.
2023 წლის 1 კვარტალში, მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების მაღალი მაჩვენებლებით აღსანიშნია რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირი, თურქეთი, ისრაელი, სომხეთი და სხვა, ამავე პერიოდში, 2019 წელთან შედარებით, ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენის დონით ასევე გამოირჩევა ევროკავშირი, ისრაელი, საუდის არაბეთი და სხვა სახელმწიფოები.