პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით, სერვისების თანაბარი ხელმისაწვდომობისთვის სამოქმედო გეგმა აქტიურად ხორციელდება. რეფორმის საბოლოო მიზანი დაავადებების პრევენცია და საჭიროების დროს, მათი მაქსიმალურად ეფექტური მართვაა. მთავარ დოკუმენტზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WHO), სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან და სფეროს ექსპერტებთან ერთად იმუშავა.
2-დღიან ღონისძიებაზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პირველადი ჯანდაცვის გზამკვლევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. სამოქმედო გეგმაში ასახულია ქალაქებსა და სოფლებში, პირველადი ჯანდაცვის თანაბარი ხელმისაწვდომობისათვის აუცილებელი სერვისები, არსებული ქრონიკული დაავადებებისა ან ახალი სამედიცინო პრობლემების დიაგნოსტიკისა და მართვისათვის საჭირო მომსახურებები თუ პროცედურები, მათ შორის ამბულატორიული გამოკვლევები.
პოლიტიკის შემქმნელები, პარტნიორები და დარგის სპეციალისტები, დოკუმენტის კიდევ უფრო მეტი მოქნილობისა და ეფექტურობისთვის, გარკვეული ცვლილებებზეც შეთანხმდნენ.
„ამ რეფორმით, პირველადი ჯანდაცვა, რეალურად, მოწინავე რგოლი ხდება მთელს სისტემაში, უზრუნველყოფს პაციენტის მკურნალობის უწყვეტობას და მთელი ქვეყნის მასშტაბით, მასზე თანაბარ ხელმისაწვდომობას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.