ტრამპმა ევროპის ლიდერებს სამი მთავარი გზავნილი დაუსახელა - ცეცხლის შეწყვეტა, მოლაპარაკებებში უკრაინის მონაწილეობა და უსაფრთხოების გარანტიები - ანტონიუ კოშტა

ტრამპი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ ვირტუალური სამიტის დასრულების შემდეგ დაასახელა სამი მთავარი მესიჯი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიაწოდა სამიტის წევრებს. ამის შესახებ კოშტამ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კოშტას თქმით, ტრამპის დასახელებული სამი მთავარი მესჯი ასეთია – პირველი – ეს არის ცეცხლის შეწყვეტა, მეორე პუნქტად ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა გამოყო აშშ-ის პოზიცია, რომლის მიხედვითაც არავის, უკრაინის გარდა, არ შეუძლია უკრაინის საქმეებზე მოლაპარაკებების წარმოება.

„მესამე ელემენტი – შეერთებული შტატების მზაობა, ევროპასთან ერთად გაიზიაროს ძალისხმევა უსაფრთხოების პირობების გაძლიერებისთვის, როცა მიღწეული იქნება ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობა უკრაინისთვის“, – თქვა კოშტამ.

მან იმედი გამოთქვა, რომ 15 აგვისტოს ალასკაზე ტრამპისა და პუტინს შორის სამიტის დროს მოხერხდება ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა და უკრაინაში მშვიდობისკენ გზის გახსნა.