„პაციენტს წყლის დალევის სურვილი არ აქვს... იწვევს სახსრების ძლიერ ტკივილს...“ - რა სიმპტომები ახასიათებს ღორის გრიპს და როდის უნდა მივმართოთ ექიმს აუცილებლად

მაკა ბულეიშვილი

ე.წ. ღორის გრიპს პირველი ორი დღე 38 გრადუსი ტემპერატურა ახასიათებს. ხანდახან, 40 გრადუსიც. ასევე, სახსრების ძლიერი, გაუსაძლისი ტკივილი. კუნთების ტკივილთან ერთად, მთელი ორგანიზმის სახსროვანი პრობლემების წამოწევა,- ამის შესახებ პროფესორი, კლინიკური ექსპერტი, მაკა ბულეიშვილი საუბრობს:

მისი თქმით, ე.წ. ღორის გრიპს ძლიერი საერთო სისუსტე ახასიათებს. პაციენტს წყლის დალევის სურვილი არ აქვს. სითხე, წყალი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ვირუსი დეჰიდრატაციას იწვევს. 2-3 დღის განმავლობაში შეიძლება, ხველაც ჩამოყალიბდეს. ხველა იმდენად წამყვანი შეიძლება, არ იყოს პირველი-სამი დღე. თავის ტკივილიც ახასიათებს. გარდა ამისა, დასაწყისში გაბრუება ახასიათებს. პაციენტი ადინამიურია. თითქოს, არაფერი არ შეუძლია... ინკუბაციური პერიოდი 5-7 დღეა. ამ პერიოდში, წესით, მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილო ქრონიკული პათოლოგიების მქონე ადამიანებზე. ქრონიკული დაავადებები ასაკოვან ადამიანებსაც აქვთ და ახალგაზრდებსაც. იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ასთმა, ქრონიკული ბრონქიტი, ოკუპაციური დაავადებები, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და სხვა პათოლოგიები, გართულების რისკის ჯგუფში არიან. შეიძლება, პნევმონიით გართულდეს. როდესაც 3-4-5 დღე მაღალი ტემპერატურაა, სიმპტომები მილევადი კი არ არის, არამედ კიდევ და კიდევ იმატებს, ასეთ შემთხვევაში, ექიმს აუცილებლად უნდა მივმართოთ. ასევე, შესაძლოა, დეჰიდრატაცია განვითარდეს. ადამიანი სითხეს ვერ იღებს და გაბრუებულია. ძლიერი საერთო სისუსტე ახასიათებს.