VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამძიმრის წერილს ავრცელებს, რომელსაც „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ.
„დიდია ჩვენი გულისტკივილი ცნობილი არქიტექტორის, ძველი თბილისის აღდგენაში გამორჩეული წვლილის შემტანის, ბატონ შოთა ყავლაშვილის საქმის ღირსეული გამგრძელებლის, მუდამ მოფუსფუსე, ახალგაზრდების პროფესიონალურ აღზრდაში დაუღალავის, ბატონ გიგა ბათიაშვილის გარდაცვალების გამო.
აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა.“ - აღნიშნულია სამძიმრის ტექსტში.
შეგახსენებთ, არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.