1728933551
„პატიებას ვთხოვ ღმერთს იმ ტკივილისთვის, რაც ნინოს მივაყენე“ - სოსო პავლიაშვილის მოულოდნელი აღიარება
მომღერალმა, სოსო პავლიაშვილმა, ტელეშოუ „ადამიანის ბედში" მიიღო მონაწილეობა და საკმაოდ გულწრფელად ისაუბრა.
გადაცემაში აღიარა, რომ ყოფილ ცოლს ნინო უჩანეიშვილს არაერთხელ უღალატა. 18 წელს გასტანა ამ ქორწინებამ და 2003 წელს წყვილი დაშორდა. მათ საერთო შვილი ჰყავთ.
„ნინო კეთილი, ემოციური და კაშკაშა ადამიანია, იუმორის გრძნობით... მე მას ვღალატობდი. ამას ვაცნობიერებ და პატიებას ვთხოვ ღმერთს იმ ტკივილისთვის, რაც ნინოს მივაყენე. როგორც მამაკაცი, ამას ვაღიარებ. დამნაშავე ვიყავი... უამრავი ულამაზესი ქალი სითბოთი მეპყრობოდა..."
სოსომ მეორე ქორწინებაზე და საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა.
„საკმაოდ რთული შეტევები მქონდა, ხან ღამით სამი შეტევა მემართებოდა. ყველაფერი უარესობისკენ მიდიოდა... მაგრამ მე და ირინამ მაინც გადავწყვიტეთ ერთად ყოფნა და შვილის გაჩენაც... ლიზას დაბადების მერე კი სასწაული მოხდა და ეპილეფსია გაქრა.არ ვიცი, ეს რა იყო, ახლანდელი გადმოსახედიდან, ან დიაგნოზში შეცდნენ, ან იქნებ, რაკი პოსტტრავმული ეპილეფსია იყო, იარა ტვინის ქერქში შესაძლოა დროთა განმავლობაში გაქრა და შეტევებიც გაქრა".