პარლამენტთან მომიტინგეებს აფრთხილებენ, რომ ტერიტორია დატოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული საშუალებები იქნება გამოყენებული

აქცია

საპროტესტო აქციაზე, სადაც ვითარება დაძაბულია, სპეც მანქანიდან ისმის გაფრთხილება, საიდანაც მომიტინგეებს მოუწოდებენ, შეწყვიტონ სამართალდამცველებთან დაპირისპირება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მართლწესრიგის აღსადგენად და სამოქალაქო სიმშვიდის დასამყარებლად, გამოყენებული იქნება კანონით გამოყენებული ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „აქცია გასცდა კანონის ნორმებს, აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა სახის საგნებს, პოლიციამ გამოიყენა სპეციალური საშუალება“.

შსს მოუწოდებს აქციის თითოეულ მონაწილეს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს.