ვინ არიან „საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელები და როგორ გაიტაცეს თანხა

საქ ბანკი

გუშინ, თბილისში ბანკის დაყაჩაღების დროს, ორმხრივი სროლისას ორივე თავდამსხმელი დაიჭრა. თუმცა ავტომატით შეიარაღებულმა პირებმა ფულის წაღება მაინც შეძლეს.

დაჭრილებმა მანქანის მძღოლს შუბლზე იარაღი დაადეს და აიძულეს ისინი კონკრეტულ მისამართზე წაეყვანა. პოლიციამ ორივე მათგანი ცხელ კვალზე აიყვანა.

„კურიერმა" დღეს დაკავებულების ვინაობა გაარკვია. ორივე მათგანი 29 წლისაა. გიორგი ჟორჟოლიანი და დავით ბაქრაძე მოსკოვის გამზირზე ცხოვრობენ.

„კურიერი" დღეს სავარაუდო დამნაშავეების საცხოვრებელ მისამართზე იმყოფებოდა. ოჯახები მედიასთან არ კონტაქტობენ, თუმცა დაკავებულებზე მეზობლები საუბრობენ.

საქმე ბანკზე თავდასხმიდან რამდენიმე საათში გაიხსნა. ამოღებულია მიტაცებული თანხის ნაწილი და დანაშაულის ჩადენის დროს გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღები.

საქმეზე გამოძიება ორი მიმართულებით მუშაობს. ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობასთან ერთად სამართალდამცავი ორგანო დაკავებულებს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასაც ედავება. გიორგი ჟორჟოლიანსა და დავით ბაქრაძეს ბრალი დაკავებიდან 48 საათის განმავლობაში უნდა დაუზუსტდეთ.