„ორი მწყემსი მაშველებმა უკვე იპოვეს“ - ხარაგაულში, საკარაულას ხეობაში სამძებრო სამუშაოებში გრძელდება

მაშველი

ხა­რა­გა­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სა­კა­რა­უ­ლას ხე­ო­ბა­ში სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებ­ი გრძელ­დე­ბა.

მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის მე­რის, კობა ლურ­სა­მა­ნაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამი მწყემ­სი­დან ორის ად­გილ­სამ­ყო­ფელ­თან მაშ­ვე­ლე­ბი უკვე მი­ვიდ­ნენ.

რო­გორც ლურ­სმა­ნაშ­ვი­ლი ამ­ბობს, მათ­გან ერთი მაშ­ვე­ლებ­მა ხე­ო­ბი­დან გა­მო­იყ­ვა­ნეს, მე­ო­რე კი, სა­კუ­თა­რი ნე­ბით რჩე­ბა ად­გილ­ზე. მათ ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. მე­სა­მე მწყემ­სის სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა.

ლურ­სმა­ნაშ­ვი­ლის თქმით­ვე, მწყემ­სის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნა სპე­ცი­ა­ლუ­რი დრო­ნე­ბით ხდე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სამი ადა­მი­ა­ნის სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი გუ­შინ და­ი­წყო. მწყემ­სებს საკ­რა­უ­ლას ხე­ო­ბა­ში ნა­ხი­რი ჰყავ­დათ გაყ­ვა­ნი­ლი და უხვი ნა­ლე­ქის გამო მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია ვერ ხერხდებოდა.