„ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება“ - რა სიახლე ამოქმედდება სკოლებში სექტემბრიდან
1745437821
საერთაშორისო ბირჟაზე ოქრო მკვეთრ გაძვირებას განაგრძობს. ამჯერად, უნცია მეტალის ღირებულებამ 3,500 დოლარს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია და ერთწლიან პერიოდში 50%-იან ზრდას წარმოადგენს.
ბოლო პერიოდის განმავლობაში, ოქროს გაძვირება კავშირშია გეოპოლიტიკური რისკების ზრდასთან და მიმდინარე კონფლიქტების ესკალაციასთან. მართალია, ასეთი მოცემულობა ინვესტორებისთვის არახელსაყრელია, თუმცა ოქროს ღირებულება სწორედ ასეთი რისკების დაგროვების ფონზე იზრდება.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აშშ-ის მხრიდან ტარიფების დაწესება და „სავაჭრო ომის“ გაჩაღება, რაც ეკონომიკური რისკების დაგროვებას იწვევს. ამასთან, პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებებს და განცხადებებს ინვესტორები ნეგატიურად იღებენ, რაც ოქროს ღირებულებას დამატებით ზრდის.
ზემოხსენებული ფაქტორების გარდა, ინვესტორები ოქროს პორტფელის დივერსიფიკაციის და გლობალური კრიზისებისგან თავის დაზღვევის მიზნით ყიდულობენ.
გარდა ამისა, ოქროს უმსხვილეს შემსყიდველთა შორის არიან ცენტრალური ბანკები და გლობალური საფინანსო ინსტიტუტები, რომელთაც ოქრო რეზერვების შესავსებად სჭირდებათ.