ონში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა

ონი

 ონში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა. დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად ონის მუნიციპალიტეტში შესაბამისი ღონისძიება გატარდა. კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთის ცენტრალური ფილიალის ონის მომსახურების წარმომადგენლის განცხადებით, ქსელში ავარიული დაზიანების გამო ელექტრო ენერგია არ მიეწოდება ონის მუნიციპალიტეტს.

კომპანიის განცხადებით, აღნიშნული მიმართულებით მიმდინარეობს დაზიანებული უბნების დადგენის სამუშაოები და სავარაუდო მიწოდება 20:00 საათისთვის აღდგება. გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, ონში დილიდან გაიწმინდა ქალაქის ცენტრალური და შიდა გზები.

ასევე, გაწმენდითი სამუშაოები განხორციელდა სოფლებში: გლოლა, ჭიორა, საკაო, ლაჩთა, ჭალა, კვაშხიეთი. სამუშაოები კვლავ გაგრძელდება და ეტაპობრივად გაიწმინდება მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრალური გზები, ასევე პრობლემური ადგილები.