UFC-ის სკანდალური საქმის ახალი დეტალები - დაკავებულია კიდევ ორი პირი
1782335648
ონკოპაციენტი ბავშვების მშობლები და მათი ოჯახების წევრები განცხადებას ავრცელებენ და ლეიკემიის მქონე პაციენტების თემაზე იუმორისტულ სკეტჩს ეხმაურებიან.
„ლეიკემიის მქონე პაციენტების დისკრედიტაცია, მკურნალობის პროცესში ქიმიოთერაპიის გვერდითი ეფექტის სასაცილოდ წარმოჩენა და ადამიანების პირადი ტრაგედიის „შავ იუმორად“ გარდაქმნა უცენზურო და შეურაცხმყოფელია.
მიუხედავად ჩვენი შვილების უმძიმესი დაავადებებისა და პირადი ტრაგედიებისა, იუმორი არ დაგვიკარგავს და ჩვენც გვეცინება ხარისხიან ხუმრობებზე, მდაბიო იუმორს გვერდს ვუვლით, თუმცა მსგავსი შეურაცხმყოფელი და მკურნალობის შედეგად დამდგარი ვიზუალური დაზიანებების სასაცილოდ წარმოჩენა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.
განცხადებას ხელს აწერენ:
ნინი მთვარაძე; მარიამ მითაიშვილი; თამუნა ჩახმახაშვილი; ნინო ელბაქიძე; სოფო ელოშვილი; თაკო თეზელაშვილი; ირმა გოგოლაძე; ირმა შენგელია; ინგა იაკობაძე; მეგი წაქაძე; ელზა ფარცვანია; ნათია ხიზამბარელი; ნანიკო ტორონჯაძე; დარეჯან სურმანიძ; ელია მესხიძე; ლალი ნარუშვილი; ანნა სააკაძე; ლელა ლომიძე; მევლუდი ჩულუხაძე", - ნათქვამია განცხადებაში.