1692302192
ონის შესასვლელთან მეწყრული პროცესების გამო გზის ნაწილი ჩაიკეტა - მერია განცხადებას ავრცელებს
ონის შესასვლელთან მეწყრული პროცესების გამო საავტომობილო გზის სავალი ნაწილი ჩაიკეტა, - ამის შესახებ განცხადებას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მოძრაობის აღსადგენად, შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.
„ქალაქ ონის შესასვლელთან, მთის ფერდობზე განვითარებული მეწყრული პროცესის შედეგად, საავტომობილო გზის სავალი ნაწილი ჩაიკეტა, რის გამოც დროებით შეფერხებულია სატრანსპორტო მოძრაობა.
ადგილზე, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.
ონის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ, გაითვალისწინოთ შექმნილი მდგომარეობა, დაიცვათ უსაფრთხოების წესები. მოძრაობის აღდგენის შესახებ დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით“, – ნათქვამია განცხადებაში.











