„ნულიდან ვაშენებ სახლს ჩემი ოჯახისთვის“... - დემნა

დემნა

ფრანგული მედიისთვის მიცემული დემნას ახალი ინტერვიუდან ფრაგმენტები გავრცელდა. ქართველი დიზაინერი საკუთარი კარიერის შესახებ საუბრობს. 

„პოპულარობა საშიშია. როცა იცი, რომ ნებისმიერი რამ რასაც გამოუშვებ, გაიყიდება. დღემდე მაქვს განცდა, რომ მოდის სხვა პლანეტაზე ვცხოვრობ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ინდუსტრიის ცენტრში ვარ.

მოდა მიყვარს, მაგრამ ცხოვრებაში ისეთი რაღაცები მინახავს, ზოგჯერ მოდა უბრალოდ სულ ერთია.

პარიზში ცხოვრება ჩემთვის ძალიან დამღლელი იყო. საერთაშორისო მოდის დედაქალაქში ხარ და თან მოდაში მუშაობ. ნორმალური ფუნქციონირებისთვის დამჭირდა, რომ პარიზიდან გადავსულიყავი. შვეიცარია სამოთხესავითაა, მომწონს აქ ცხოვრება. რაც შვეიცარიაში გადმოვედი, პარიზიც უფრო შემიყვარდა. ახლა თვეში მხოლოდ ერთხელ მიწევს პარიზში ჩასვლა და უფრო დიდ სიამოვნებას ვიღებ იქ ყოფნით, ვიდრე მანამდე“, - ამბობს დიზაინერი.

კარიერის შემდეგ დემნამ პირად ცხოვრებაში არსებულ სიახლეებზეც ისაუბრა.

„არქიტექტურა ძალიან მაინტერესებს. ახლა ვმუშაობ ერთ პროექტზე. ეს პირადი პროექტია, ნულიდან ვაშენებ სახლს ჩემი ოჯახისთვის, სინათლის ჩამრთველიც კი, ჩემი დიზაინით კეთდება. ასეთი შეხება არქიტექტურასთან აქამდე არასდროს მქონია.“ - ამბობს დიზაინერი.