ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მშპ 7.5%-ით გაიზარდა - საქსტატი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს აქვეყნებს

ნკ

 საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.5% შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო მაჩვენებელი 9.4%-ით განისაზღვრა.

2024 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში.