ნიკა გვარამია: არსებობს მიშისტების კატეგორია, რომელსაც ყველა და ყველაფერი სძულს

ნიკა გვარამია

„მთავარი არხის“ დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ  არსებობს მიშისტების კატეგორია, რომელსაც ყველა და ყველაფერი სძულს

მისივე თქმით, მიშას სახელით საუბარი, თვითმარქვიობაა და არავინ ისე არ აზიანებს სააკაშვილს, როგორც ეგ ხალხი.

„არსებობს ე.წ. მიშისტების ერთი კატეგორია, რომლებიც მუდმივად უკმაყოფილონი არიან და ვისაც ყველა და ყველაფერი სძულს და ამ სიძულვილს „მიშას ინტერესებით“ ხსნიან.

ფაქტობრივად, მიშას სახელით ავრცელებენ სიძულვილს და აგრესიას. ჯერ ერთი, მიშას სახელით საუბარი, თვითმარქვიობაა და მეორე, არავინ ისე არ აზიანებს სააკაშვილს, როგორც ეგ ხალხი“, - წერს ნიკა გვარამია.