„ნაწილ-ნაწილ აგროვებდა 21 დღე ცოლს და შვილებს... შეაგროვა, დედას ჩააბარა სამივე...“

გიორგი დუდაშვილი

საქართველო გლოვობს. ცოტა ხნის წინ, დუდაშვილების ოჯახის მეოთხე წევრის, ანასტასიას გარდაცვალება დადასტურდა.

ოჯახის 4 წევრს შაბათს დაკრძალავენ...

მოისვენა თოჯინიანმა კაცმა ! ნაწილ-ნაწილ აგროვებდა 21 დღე ცოლს და შვილებს და შეაგროვა!
დედას ჩააბარა სამივე! ახლა უკვე იცის, ტკივილისგან კანის აგლეჯვა რომ მოუნდება, სად მივიდეს! მისი გაღვიძების წარმოდგენა მზარავს, ღვარცოფივით რომ დაატყდება თავს რეალობა! შაბათს დაკრძალავს და დარჩება მარტო, თავის ფიქრებთან, მოგონებებთან და ენით აღუწერელ ტკივილთან ! ჩემი ტკივილია ეს ადამიანი,“ - წერს რაჭის ჯგუფში მოქალაქე.

ასევე ნახეთ:

„...საშინლად ჟღერს, მაგრამ ერთადერთი სანუგეშო სიტყვაა თოჯინით ხელში მოსიარულე, ლანდად ქცეული მამისთვის...“ - რას წერს მოქალაქე

„გული გამეყინა... როგორი გასაძლები იქნება ამხელა სიცარიელე“ - გიორგი დუდაშვილის ცოლს და 3 შვილს ქვეყანა გლოვობს

„გონებიდან არ ამომდის... პატარა ხელებით ეფერებოდა და კოცნიდა ხელზე” - შოვში დაღუპული პატარა ანასტასიას ცხედარიც იდენტიფიცირებულია

„გაუძელი, ძმაო, ისინი ამას ისურვებდნენ, სურვილის გამოხატვა რომ შეეძლოთ. ახლა ყველა სიტყვა უძლურია...“ - ჟურნალისტის ემოციური პოსტი