„...საშინლად ჟღერს, მაგრამ ერთადერთი სანუგეშო სიტყვაა თოჯინით ხელში მოსიარულე, ლანდად ქცეული მამისთვის...“ - რას წერს მოქალაქე

გიორგი დუდაშვილი

შოვის ტრაგედიისას დაღუპული, დუდაშვილების მე-4 წევრი, პატარა ანასტასიაც იდენტიფიცირებულია.

6 აგვისტოს დადასტურდა 7 წლის ლუკას დაღუპვა. მოგვიანებით მაშველებმა გიორგი დუდაშვილის მეუღლის და კიდევ ერთი შვილის ცხედარიც იპოვეს.

როგორ საშინლად ჟღერს „იდენტიფიცირებულია“, მაგრამ, ამავდროულად, ერთადერთი სანუგეშო სიტყვაა ანასტასიას თოჯინით ხელში მოსიარულე, ლანდად ქცეული მამისთვის... 20 დღე ეძება და მიუყვანეს გმირმა ბიჭებმა... თითქოს, მთელი ტრაგედია ერთ ადამიანში გაერთიანდა... შეუერთდა ანგელოზთა ლაშქარს, პატარა ანასტასია... ვუსამძიმრებ მთელ ერს... დარწმუნებული ვარ, ყველა ელოდა პატარა ანგელოზის გამოჩენას.... ღმერთო გვაკმარე...“ - წერს მოქალაქე.

ასევე ნახეთ:

„გული გამეყინა... როგორი გასაძლები იქნება ამხელა სიცარიელე“ - გიორგი დუდაშვილის ცოლს და 3 შვილს ქვეყანა გლოვობს

„გონებიდან არ ამომდის... პატარა ხელებით ეფერებოდა და კოცნიდა ხელზე” - შოვში დაღუპული პატარა ანასტასიას ცხედარიც იდენტიფიცირებულია

„გაუძელი, ძმაო, ისინი ამას ისურვებდნენ, სურვილის გამოხატვა რომ შეეძლოთ. ახლა ყველა სიტყვა უძლურია...“ - ჟურნალისტის ემოციური პოსტი