მძიმე ავარია მარნეული–თბილისის გზაზე - ვითარება ადგილზე
1784809114
"კურიერმა" ის ადგილი გადაიღო, სადაც ვერაზე მომხდარ მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებული დააკავეს. ნიკა კაპანაძე ამ დრომდე კლინიკაში, ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
ბრალდებულმა დაკავებისას სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია და ხელის თითებზე დაზიანება მიიღო.
ალადაშვილის კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლევან ბესელიას განცხადებით, ვერაზე მკვლელობაში ბრალდებული პირი, ამ დროისთვის, თავს კარგად გრძნობს და საავადმყოფოდან, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გაწერენ.
"სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილი იქნა 42 წლის მამაკაცი. მარცხენა ხელის მეორე თითის ამპუტაციით. პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, გაუკეთდა ოპერაცია, ტაკვის ფორმირება.
ამ ეტაპზე, პაციენტი მოთავსებულია განყოფილებაში. იმყოფება პოლიციის მეთვალყურეების ქვეშაც. ნათელი ცნობიერებითაა, კონტაქტური, ადეკვატური. თუ რამემ არ შეგვიშალა ხელი სამედიცინო თვალსაზრისით და ყველაფერი იქნა დამაკმაყოფილებელი, იგეგმება ხვალ, მაქსიმუმ ზეგ მისი გაწერა", - განაცხადა ლევან ბესელიამ.