ნახეთ, როგორი ამინდი გველის 10 აგვისტომდე

ამინდი

როგორია ამინდებია მოსალოდნელი საქართველოში აგვისტოს 10 რიცხვამდე - თემაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა, დოდო გვაზავამ „პრაიმტაიმთან“ ისაუბრა.

„30 ივლისს, ცალკეულ რაიონებში არამდგრადი ამინდები ნარჩუნდება, დღეს მოსალოდნელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

31 ივლისს, უმეტეს რაიონში, წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო დასავლეთში ძლიერი.

პირველი აგვისტოდან, ცოტა გამოიდარებს და  7-8 აგვისტომდე უმეტესად უნალექო ამინდები ფიქსირდება, ჰაერის ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი.

სანაპირო ზოლებში, 9-10 აგვისტომდე არ ჩანს სერიოზული ნალექები“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ დოდო გვაზავა.