წმინდა დიდმოწამის, გიორგის სასწაული, რომელიც ახლო წარსულში მოხდა
1732308814
ჯვრის მონასტერი იერუსალიმის პრესტიჟულ და ძვირად ღირებულ რაიონში - მალხაში მდებარეობს. მონასტერი აგებულია ზეთისხილის ბაღნარში.
დღესდღეობით ჯვრის მონასტერი ესაა მაღალი გალავნით გარედან შემოსაზღვრული, პატარა ციხე-ქალაქი თუმცა, ერთადერთი შესასვლელი კარი ადამიანის სიმაღლეზე უფრო დაბალია. გალავნის შიგნით არის მეტად რთული, სამ და ოთხსართულიანი ნაგებობების კომპლექსი. ძალიან დიდ ტერიტორიაზე დაახლოებით 270-მდე სათავსო და დამხმარე ნაგებობაა. კომპლექსის ძირითადი ტაძარი ჯვარგუმბათოვანია, ტაძრის იატაკი მთლიანად იყო შემკობილი მოზაიკით და მოხატული ქართული ფრესკებით. უცხოეთის არც ერთ ქართულ სავანეში არაა შემორჩენილი იმდენი ქართული წარწერა, რამდენიც ამ ტაძარშია აღმოჩენილი.
ჯვრის მონასტერში ლიმონის ხეა. რომელიც უშვილობას შველის, მისი მიღების შემდეგ შვილი უჩნდებათ და ასევე გასათხოვი გოგონები ბედს ეწევიან. ამ ნაყოფს სასწაულები მოუხდენია.