ნახეთ მისამართები, სადაც დღეს შუქი გაითიშება

შუქი გაითიშება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 10 დეკემბერს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კომპანია „თელასის“ ცნობით, შეზღუდვები შეეხება შემდეგ ქუჩებს:

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, II, III მიკრორაიონების, სამგორის დასახლების, ვიქტორ კუპრაძის, სუხიშვილის, ბარბარე მაჭავარიანი-წერეთლის, ჯავახეთის, სამგორის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, ლადო კოტეტიშვილის, გახოკიძის, თაყაიშვილის, მაისურაძის და ხომლელის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის და პეტრე იბერის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალის, წინანაურის, ნიშნიანიძის, კალანდაძის და ნადიკვარის ქუჩების მოსახლეობას.