NAEC-ში ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ბრიფინგი ჩაინიშნა

ნინო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში დღეს, 11:00 საათზე, ბრიფინგი ჩაინიშნა.

ბრიფინგს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ნინო წერეთელი გამართავს და სავარაუდოდ, 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგებს – აბიტურიენტთა ჩარიცხვებს გამოაცხადებს.