ძლიერი ლოცვები, რომელიც ყველაზე მძიმე წუთებში დაგეხმარებათ
1756102456
კიდევ ერთი დასტური, რომ ოპოზიცია, გარე დაკვეთით, ქვეყანაში არეულობისთვის ემზადება, - ასე აფასებს მმართველი გუნდი ოპოზიციისა და მესამე სექტორის განცხადებებს. "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ სექტემბრიდან ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხის გააქტიურებას ელოდება, 8 ოპოზიციურმა პარტიამ კი სექტემბერში აქცია დააანონსა.
უმრავლესობაში IRI-ის საქართველოს პროგრამების დირექტორის, ჯონი დიპიროს გაიდლაინზეც საუბრობენ, რომელიც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში, ოპოზიციისა და აქტივისტების სამოქმედო გეგმა უნდა გახდეს. საუბარია ქუჩის პროტესტზე, რომლის მიზანიც ხელისუფლების შეცვლაა.
"ბუნებრივია, დირიჟორი ჰყავთ ამ უსამშობლოებს, ამჯერად, IRI-ის რეგიონული ხელმძღვანელი, დიპიროა გვარად, თუ არ ვცდები. ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვაუწყეთ საზოგადოებას, რომ ისევ ქაოსი, ისევ დაძაბულობა, რადიკალიზაცია, ახალგაზრდების გადამზადება და გამოყენება დაიწყებოდა 13 სექტემბრიდან. თქვენ ნახეთ, გუშინ ბრიფინგი გამართა რუსეთიდან დაფინანსებულმა ქალბატონმა ხოშტარიამ. მისი ოჯახი დღემდე ფინანსდება, უსირცხვილოდ, მაინც არ ეშვებიან ამ თემას. იმის მაგივრად, რომ დაიმალონ მაინც, არ გამოჩნდნენ საზოგადოებას, უტიფრად, უსირცხვილოდ [მოქმედებენ], რადგან რუსული ყაიდის და რუსეთიდან დაფინანსებული ოპოზიცია გვყავს ჩვენ, - რადიკალები.
შესაბამისად, დაგვიანონსეს რომ, თურმე, 13 სექტემბრიდან მორიგ ჯერზე, გაახვევენ დედაქალაქს ცეცხლის ალში, გადაკეტვები, პიკეტირება, შემდეგ ახალგაზრდების ჩართულობა... ერთ რამეს ემსახურება ეს - აქ ხელისუფლება შეიცვალოს ძალადობრივი გზით, დასვან მარიონეტები და შემდეგ უკვე მიაღებინონ ის კანონი და გადაწყვეტილებები, რაც არ არის საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის ინტერესებში.
მე მინდა ვუთხრა დიპიროებს და მათ მიმდევრებს - არაფერი გამოგივათ. ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, რომ საქართველოს ამოცანაა ის, რომ მშვიდობა შეინარჩუნოს," - აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი ზარქუა.