ვეკუას სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1768545022
16 იანვარი ფილოლოგის და პროფესორის, უდიდესი ქართველი ენათმეცნიერის მზექალა შანიძის დაბადების დღეა. დღეს მას 100 წელი შეუსრულდა. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს და აკადემიკოსს იუბილეს ულოცავს.
„დღეს ქართული მეცნიერების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლის, აკადემიკოს მზექალა შანიძის დაბადების დღეა! ვულოცავთ ქალბატონ მზექალას იუბილეს.
ვუსურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და დღეგრძელობას! კიდევ დიდხანს ყოფილიყოს ქალბატონო მზექალა როგორც მეცნიერების, ასევე, ზოგადად საზოგადოების გზის გამკვალავი!“, - წერია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მისალოც წერილში.