„მუცლის ვაკუუმის" უმარტივესი ვარჯიში ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად

მუცელი

„მუცლის ვაკუუმის" ვარჯიში დაგეხმარებათ ამ მიდამოში ზედმეტი ცხიმის მოცილებაში.

განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც აქვს „ლუდის მუცელი".

ეს ვარჯიში არ არის სახიფათო ჯანმრთელობისთვის, მაგრამ თუ არსებობს ზოგადი უკუჩვენებები ვარჯიშისთვის, ჯერ უნდა განიკურნოთ მის შესრულებამდე. 

როგორ შევასრულოთ "მუცლის ვაკუუმი" სწორად:

ამისათვის საჭიროა, ღრმად ჩაისუნთქოთ ცხვირით და ნელა ამოისუნთქოთ პირით, ისე რომ მუცელმა იმუშაოს. ჩასუნთქვისას მუცელი ყვავილივით იშლება, ხოლო ამოსუნთქვისას მუცელი შიგნით შედის. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის სუნთქვა მუცლით - ჩასუნთქვისას ვბერავთ მუცელს და ამოსუნთქვისას - ვჩუტავთ.