,,მუნის ორი შემთხვევა დაფიქსირდა…” - რას ამბობს ცნობილი პედიატრი და როგორ უნდა დავიცვათ თავი

ნი

საქართველოში მუნის შემთხვევა დაფიქსირდა. განცხადებას ამის შესახებ თავად სკოლა ავრცელებს:

,,სსიპ ქალაქ თბილისის N... საჯარო სკოლა გაცნობებთ, რომ სკოლაში დაფიქსირდა ინფექციური დაავადების -მუნის ორი შემთხვევა და ორივე ჯერზე მოხდა შესაბამისი სამსახურის მიერ სკოლის სრული დეზინფიცირება. აქვე, გატყობინებთ , რომ ნებისმიერი ინფექციური დაავადების გამოვლენისას სკოლა თანაშმშომლობს სპეციალისტთან, იღებს რეკომედაციებს და შემდგომ ასრულებს. ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება იქნება ეს სააწავლო რეჟიმთან თუ სკოლის დეზინფიცირებასთან დაკავშირებული, მიიღება შესაბამისი სამსახურის ინფექციონისტების რეკომედაციების საფუძველზე.

აქვე, გიზიარებთ ინფექციონისტის რეკომედაციებს:

გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები:

1.ვინაიდან დაფიქსირდა მეორე შემთხვევა კლასი უნდა დამუშავდეს ხელახლა .თითოეული ზედაპირი უნდა გაიწმინდოს შესაბამისი  სადეზინფექსიო ხსნარით .(ასრულებს შესაბამისი სამსახური).

2.მშობლებს მივმართოთ თხოვნით, რომ მოხდეს თითოეული ბავშვის კანის დათვალიერება და ეჭვის შემთხვევაში მიმართონ ექიმს.

3. ბავშვების ყველა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი  გაირეცხოს მაღალ ტემპერატურაზე ,რაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გამოიყენეს.

4.მუნის ინკუბაციური პერიოდი 7-10 დღეა.ამიტომ  სკოლის სამედიცინო პერსონალმა დაამყაროს კლასზე ზედამხედველობა 20/10/2025 წ-მდე.

5.მოავადე ბავშვები დაიშვებიან ექიმის რეკომენდაციით .(მათ სჭირდებათ შესაბამისი მკურნალობა.)

ამ საკითხზე ცნობილი პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი რეკომენდაციას გასცემს. 

,,მუნი ანუ ბღერი ბობოქრობს???დღეს უკვე მესამე პაციენტი ვნახე ამ დიაგნოზით!!! მუნს იწვევს ტკიპა sarcoptes scabiei,კანზე მოხვედრის შემდეგ ის აღწევს კანქვეშ და "თხრის"პატარა გვირაბებს,იქ დებს კვერცხებს,საიდანაც 3-4 დღეში იჩეკება ლავრა,რომელიც იზრდება და გადადის სხვა უბნებზე,ეს პერიოდი კვერცხიდან ზრდასრულამდე 2-3 კვირა გრძელდება!!!გავრცელებას ხელს უწყობს.

 ✅ხალხმრავალი გარემო (საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები)
 ✅დასუსტებული იმუნიტეტი – ორგანიზმი უფრო მგრძნობიარეა
 ✅ჰიგიენური ნორმების დარღვევა (თუმცა ბღერი არ არის მხოლოდ „ბინძურთა დაავადება“, სუფთა გარემოშიც შეიძლება გავრცელდეს!) როგორ ვლინდება მუნი??! ვითარდება ძალიან ძლიერი ქავილი, განსაკუთრებით ღამით
 ✅ახასიათებს წვრილი სეროზული გამონაყარი – წითელი წერტილები და პატარა ბუშტუკები
✅ხაზები კანზე („ღარი“) – იქ სადაც ტკიპა  გადაადგილდება
✅ზიანდება ძირითადად თითებს შორისი მიდამო,მაჯები, იდაყვები, იღლიები, წელი, სასქესო ორგანოების არე ზოგჯერ გულმკერდი და დუნდულები.
✅ძლიერი ქავილის გამო ჩნდება დამატებითი ნახეთქები რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ჩირქოვანი ინფექციის განვითარებას!!! 

დაავადება ვრცელდება👩‍❤️‍👨 კანის კონტაქტით 👕 საერთო ტანსაცმლის, თეთრეულის, საწოლის, პირსახოცის გამოყენებით
🛏️ საერთო საწოლი/დივანი – განსაკუთრებით ხანგრძლივი შეხებისას
ბავშვთა დაწესებულებებში, პანსიონატებში, საზოგადოებრივ დაწესებულებებში მჭიდრო კონტაქტის გამო

🛡️ პროფილაქტიკა • ინფიცირებულთან ახლო კონტაქტისგან თავის არიდება • არ გაუზიაროთ ერთმანეთს საერთო ტანსაცმლი, თეთრეული, პირსაწმენდი • ინფიცირებულის მკურნალობისას ყველა ოჯახის წევრის/კონტაქტში მყოფის  პარალელური მკურნალობა • მკურნალობის შემდეგ  ტანსაცმლის, თეთრეულის,  ქიმიური დამუშავება,მაღალი ტემპერატურის წყალში გარეცხვა !!! ბღერი სავალდებულოა ექიმი დერმატოლოგის მიერ იყოს დადასტურებული და მკურნალობაც აუცილებლად  მის მიერვე იყოს დანიშნული!!!რადგან თვითნებური მალამოებით ან არასწორი  დოზირებით მკურნალობის შემთხვევაში ტკიპა  არ ქრება,ადვილად გადადის სხვა ადამიანებზე და იწვევს კიდევ მრავალ გართულებას!!!! ჯანმრთელობას გისურვებთ,შორს თქვენგან ბღერი.