„მუდამ ის კეთილი ბავშვი იქნები, ფეხბურთის სათამაშოდ ასულებს ღიმილიანი სახით რომ გვხვდებოდა!“- რას წერს დაღუპულ პოლიციელზე ბავშვობის მეგობარი

პოლიციელი

ჟურნალისტი გიორგი ედიშერაშვილი სოციალური ქსელში ქარელში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული პოლიციელის, ვანო ბასანიძის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს:

„ეს ბიჭი ჩემი ბავშვობა იყო, ჩემი სკოლელი, თანასოფლელი, პატიოსანი და წესიერი, ალალ-მართალი ადამიანი. მთელი დღე იმ განცდით ვარ, თითქოს რაღაც ბალანსი დაირღვა წარსულსა და დღევანდელობას შორის.

ჩემს მეხსიერებაში მუდამ ის სიცოცხლით სავსე, კეთილი ბავშვი იქნები, სტადიონზე ფეხბურთის სათამაშოდ ასულებს ღიმილიანი სახით, ბალახზე წამოგორებული რომ გვხვდებოდა და კეთილად გვესალმებოდა! ნათელი შენს სულს, ძმაო!“ – წერს ჟურნალისტი Facebook-ზე.