“მტრები არასდროს მაკლდა, მაგრამ ახლა უფრო მომრავლდნენ…“ - რას ჰყვება თამო ვაშალომიძე

თამო ვაშალომიძე

მოდელი და ინფლუენსერი თამო ვაშალომიძე ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს იმის შესახებ, რომ მის გარშემო კრიტიკოსებს საზოგადოება პასუხობს:

„მტრები არასდროს მაკლდა და, ბუნებრივია, ახლა უფრო მომრავლდნენ, მაგრამ საოცარი ის არის, რომ ისევ ხალხი პასუხობს ამ საოცარ ადამიანებს. როდესაც რაღაც ნეგატიური ტალღა აგორდება ჩემი მისამართით, ძალიან მშვიდად აღვიქვამ. სამწუხაროდ, საქართველოში ჯანსაღი კონკურენცია არ ვიცით. საზღვარგარეთ ძალიან ბევრ ცნობილ ადამიანს აქვს თავის მოვლის ხაზი, მაგრამ ისინი მეგობრობენ, ერთმანეთის პროდუქციასაც იყენებენ. ჩვენთან ეს ჯანსაღი ურთიერთობები არ არის. ცდილობენ, ძირი გამოგითხარონ…“