13 ადგილი სახლში, რომელსაც ქურდები პირველ რიგში ამოწმებენ
1771878200
მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს მოაჯირებზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების დეკორატიული განათება მოეწყო, - ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ქალაქის ისტორიული არეალის იერსახის აღდგენა-განახლების თვალსაზრისით, დეკორატიული განათების მონტაჟი, როგორც ტექნიკური, ისე ვიზუალური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია.
"მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს მოაჯირებზე ახალი დეკორატიული განათება მოეწყო. მანამდე იყო დაზიანებული, ძალიან ცუდ მდგომარეობაში, ვიზუალურადაც არ გამოიყურებოდა ისე, როგორც ჩვენს დედაქალაქს შეეფერება. ძალიან მიხარია, რომ ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და სრულად აღდგა. სამუშაოების ფარგლებში, არსებულ და ახალ 48 სვეტზე 760 ლამპიონი და სანათი დამონტაჟდა. სანათები არის თანამედროვე სტანდარტების, გაუმჯობესებული შუქტექნიკური მაჩვენებლებით. ქალაქის ისტორიული არეალის იერსახის აღდგენა-განახლება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. განახლებული დეკორატიული განათება სულ სხვა ელფერს აძლევს ორივე სანაპიროს და მნიშვნელოვანია როგორც ტექნიკური, ისე ვიზუალური თვალსაზრისით", - განაცხადა კახა კალაძემ და გაწეული სამუშაოსთვის შპს "თბილსერვის ჯგუფს" მადლობა გადაუხადა.