,,მთელი ცხოვრება გაფანტულ მეგობრებს ვაგროვებ... აი, შეგროვდნენ, მამის ნუგეშად..." - ნატო ჭელიძის მეგობრის ემოციური პოსტი

ნატო ჭელიძის ოჯახი

შოვში, სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად, ტრაგიკულად დაღუპულ ნატო ჭელიძეს მეგობარი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს უძღვნის.

,,მთელი ცხოვრება გაფანტულ მეგობრებს ვაგროვებ. აქამდე ყველა შემხვედრის გვარ-სახელი მახსოვს და ერთადერთი სურვილი მაქვს ფიზიკურად თუ არა, კეთილი სურვილებით მივწვდე და ვიმშვიდობო. მშვიდობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ დიდი ხანია ამქვეყნად საკუთარი თავის ყოფნის დანიშნულებაც ხშირად დამიყენებია ეჭვქვეშ, როცა ბევრად პატარები და მთლად ბავშვები მიდიან... წასვლაც არის და წასვლაც... 3 აგვისტოს შემდეგ კი ფრთებდაშვებული და მთლად მოდუნებული ვარ, იმედებს ვაკოწიწებ და გზა-გზა მემსხვრევა. ბოლო აღარ უჩანს ტკივილს, სასოწარკვეთას... თითოეული ჩამქრალი სიცოცხლე მტკივა და ჩემ ბავშვობასთან ერთად ამდენ იალაღზე საფრენ დამეწყრილ სულს ვერ ვუამდები...

ნატო, ჩემი უწყინარი თანაკლასელი, ჩუმი, კეთილი, თვალებში ჩამდგარი სევდით, მორიდებული ღიმილით და დიდი, სამყაროს ტოლი გულით... წინსაფარზეც ბოლო ზარის უცნაური სურათით...
ლუკას,
ანდრიას,
ანასტასიას
ტკბილი დედიკო...
შვებაა ის, რომ ყველა ერთად იქნება აწი, მეუღლისთვის ერთადერთი გზა სასულსწრაფო, მათ დავანებულ სულთა სამყოფელი გახდება...

მთელი ცხოვრება გაფანტულ მეგობრებს ვაგროვებ... აი, შეგროვდნენ, მამის ნუგეშად...", - წერს თეო ბერუჩაშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე ნახეთ:

„გონებიდან არ ამომდის... პატარა ხელებით ეფერებოდა და კოცნიდა ხელზე” - შოვში დაღუპული პატარა ანასტასიას ცხედარიც იდენტიფიცირებულია

„გაუძელი, ძმაო, ისინი ამას ისურვებდნენ, სურვილის გამოხატვა რომ შეეძლოთ. ახლა ყველა სიტყვა უძლურია...“ - ჟურნალისტის ემოციური პოსტი

„გული გამეყინა... როგორი გასაძლები იქნება ამხელა სიცარიელე“ - გიორგი დუდაშვილის ცოლს და 3 შვილს ქვეყანა გლოვობს

„ნაწილ-ნაწილ აგროვებდა 21 დღე ცოლს და შვილებს... შეაგროვა, დედას ჩააბარა სამივე...“