„მთელი გააზრებული ცხოვრება ვოცნებობდი, რომ მყოლოდა თბილი, მყუდრო, ქართული ოჯახი, რომელიც დღეს მაქვს” - ჯანეტ ქერდიყოშვილი

ქერდი

მოდელი, ყოფილი მის საქართველო, ორი შვილის დედა ჯანეტ ქერდიყოშვილი ეკო ფანგანის რუბრიკას სტუმრობდა - "ფილტრის გარეშე".

მან ოჯახზე ისაუბრა. 

,,ახლა რომ ვაანალიზებ ჩემს ცხოვრებას, ვხვდები, რომ აი, რამდენი რაღაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი მქონდა, კარგი თუ ცუდი, მაგრამ ფასი არაფერს აქვს მას მერე, რაც შევუღლდი და მეყოლა ბავშვები.

მთელი ჩემი გააზრებული ცხოვრება ვოცნებობდი, რომ მყოლოდა თბილი, მყუდრო, ქართული ოჯახი, რომელიც დღეს მაქვს და მადლობა ღმერთს, რომ ასეა. ჩემთვის ამას აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა. დღეს მე ვარ სავსე და ბედნიერი, რომ მყავს ასეთი მეუღლე და ორი პატარა",-ამბობს ჯანეტი.