პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ზურა მახარაძემ „ალტ-ინფოს“ ეთერში განმარტა, რომ აღდგომის მარხვის პერიოდში ერთ-ერთ მონასტერში იყო და სწორედ ამიტომ არ ჩანდა. მან აქვე უარყო რუსეთში ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია.
„მედიებმა აიტაცეს და ამბობდნენ მოსკოვში წავიდაო. თუ გადავწყვეტთ მოსკოვში წასვლას, ვიტყვით - რავი, რა პრობლემაა?! ფაქტია, რომ აქ ვარ და აქ ვიყავი, საზღვრის კვეთა შეუძლიათ გადაამოწმონ.
ვიცი, ჩვენს მხარდამჭერებსაც აინტერესებთ. მთელი აღდგომის მარხვა მე ვიყავი მონასტერში, რეალურად, ძალიან მჭირდებოდა ეგ თემა, იმიტომ, რომ საკმაოდ რთული პერიოდი იყო პირადად ჩემთვის. ჯერ მამაჩემი გარდაიცვალა, შემდეგ ჩემი არასწორი ქმედებებიდან გამომდინარე ოჯახი დამენგრა, რასაც ახლაც ძალიან ვნანობ. ამ რთული პერიოდის დროს ბიჭებს [თანაპარტიელებს] ვთხოვე, ფაქტობრივად, გადამეფარნენ, ძალიან მძიმე პერიოდში მეც მომიწია წასვლა..." - ამბობს მახარაძე.
ცნობისთვის, პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“, რომელიც საზოგადოებაში „ალტ-ინფოს“ სახელითაა ცნობილი, თავმჯდომარე ზურა მახარაძე აღარაა. მან ეს თანამდებობა ცოტა ხნის წინ დატოვა და მის ნაცვლად პარტიის ყოფილი გენერალური მდივანი, გიორგი ქარდავა დაინიშნა.