მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ახალი წლის დღეების ფარგლებში, რეგიონებში მრავალფეროვანი ღონისძიებები გრძელდება

იჯ

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ახალი წლის დღეების ფარგლებში, რეგიონებში მრავალფეროვანი ღონისძიებები გრძელდება. მცხეთის ცენტრალურ მოედანზე 14:00-დან 19:00 საათამდე მოწყობილი იყო საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. მიმდინარეობდა გამოფენა-გაყიდვა. საახალწლო პროგრამა დღის ბოლოს გალაკონცერტითა და საზეიმო ფეიერვერკით დასრულდა. ახალი წლის დღეები, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს უკვე მეოთხედ იმართება. ღონისძიებას უკვე უმასპინძლა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შემავალმა ყველა მუნიციპალიტეტმა.

გალაკონცერტითა და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა საახალწლო ღონისძიება დაბა ბაკურიანში. მსმენელის წინაშე წარდგნენ ანსამბლი „ჰერიო“ და ღამის შოუს ბენდი. ე.წ. 25-იანების მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში მოწყობილი იყო საშობაო ბაზრობა, სადაც ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთები იყო წარმოდგენილი. მოსულ სტუმრების, განსაკუთრებით კი პატარების განწყობაზე თოვლის ბაბუამ ელფებთან, ზღაპრის გმირებსა და ანიმატორებთან ერთად იზრუნა. მოწყობილი იყო თემატური ფოტოგადაღების სივრცეები. საშობაო სოფელში კი პატარებს საკუთარი ხელით შეეძლოთ ნაძვის ხის სათამაშოების დამზადება. „ახალი წლის დღეები“ სამცხე ჯავახეთის 5 მუნიციპალიტეტში უკვე გაიმართა, ხვალ კი საახალწლო ღონისძიებას ბორჯომი უმასპინძლებს.

თელავში ახალი წლის დღეები გალა კონცერტით დასრულდა. კვარტეტი „რანინა“ , დიჯეი გიგა პაპასკირი, კახაბერი და ხანუმები, თბილისიდან მიწვეული მომღერლები ადგილობრივების საზეიმო განწყობის შექმნაზე რამდენიმე საათის განმავლობაში ზრუნავდნენ. ახალი წლის დღეების ფარგლებში, მთელი დღის განმავლობაში არაერთი შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება გაიმართა. პატარებს შეხვდნენ ანიმატორები და ზღაპრის გმირები. საშობაო სოფელში კი ადგილობრივების სხვადასხვა პროდუქცია იყო წარმოდგენილი.

დედოფლისწყაროში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დაგეგმილი საახალწლო ღონისძიება „ახალი წლის დღეები“ გაიმართა. დედოფლისწყაროს კულტურის სახლის ეზოში მოეწყო საბავშვო გასართობი სივრცეები, საშობაო ბაზრობა, გაიმართა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. ტერიტორიაზე მისული სტუმრებისთვის სხვადასხვა შემეცნებითი, გასართობი და კულტურული ღონისძიება ჩატარდა. „ახალი წლის დღეები“ დედოფლისწყაროში კონცერტითა და საზეიმო ფეიერვერკით დასრულდა. ახალი წლის დღეები, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს უკვე მეოთხედ იმართება.

„ახალი წლის დღეების“ ფარგლებში საახალწლო ღონისძიება ტყიბულში ქართული ესტრადის მომღერლებისა და მუსიკოსების კონცერტით დასრულდა. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა, მოსახლეობასთან ერთად მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო და ტყიბულელებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა. დღის ღონისძიებების კულმინაცია მრავალფეროვანი ფეიერვერკი იყო.