,,ბოლო კვლევებმა ცოტა შეგვაშინა... დღეს მოგვივიდა პასუხები“ - ნინი ქარსელაძე
1761249403
მომღერალი ინდირა ჯგერნაია დიდი პოპულარობით სარგებლობს და პირდაპირობითაც გამოირჩევა. ინდირა 34 წლის ხდება. ბოლო დროს, მის გამომწერებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ის ფაქტი, რომ ინდირამ საოცრად დაიკლო წონაში და შესანიშნავად გამოიყურება. როგორც თავად ამბობს, იმ წონას დაუბრუნდა, რომელიც 2016 წელს ჰქონდა და თავს უბედნიერეს ადამიანად გრძნობს.
- 34 წლის ვხდები და სურვილი გამიჩნდა ციფრები დამემარცხებინა, მოტივირებული შევხედროდი ამ ასაკს. ადამიანებს გვჩვევია, პერიოდულად მოვეშვათ, მოვიმატოთ წონაში და ა.შ. მაგრამ დგება მომენტი როცა უფრო მობილიზებული ხდები. 34-მა წელმა მასწავლა, რომ სიმშვიდე არ ნიშნავს სიჩუმეს, ეს ნიშნავს იმას რომ შენ იცი ვინ ხარ და არავისთვის არაფრის მტკიცება არ გჭირდება. შენს გვერდით მხოლოდ გულწრფელ და სიმართლის მთქმელ ადამიანებს ირჩევ. წლები არის გამოცდილება და მადლობელი ვარ ყველა იმ გამოცდილების და ადამიანის ვინც შემოვიდა და გავიდა ამ პერიოდის მანძილზე ჩემს ცხოვრებაში. ეს ყველაფერი რომ არა, ის არ ვიქნებოდი ვინც დღეს ვარ. როცა ქალი აღარ ეძებს საკუთარ თავს, ის საკუთარ თავში ცოცხლობს და სწორედ ეს ეტაპი მაქვს ახლა.
- გაგვიმხილე, როგორ დაიკელი?
- ვინც მიცნობს იცის, ძალიან მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი, ამიტომ უარი ვთქვი სამზარეულოში ტრიალზე, მხოლოდ დღესასწაულებზე შევალ. არის ხალხი, რომელიც როცა რთულ პერიოდს გადის ბევრს ჭამს, მე კი პირიქით ვარ, ვინერვიულე რაღაც დიდი პასუხისმგებლობების გამო, დაახლოებით ერთი კვირა შეუძლოდაც კი ვიყავი და იმ პერიოდმა როცა გაიარა დავიწყე საკუთარ წონაზე უფრო მეტად ზრუნვა. იანვრის შემდეგ 16 კილოგრამი დავიკელი. ყველა მეკითხება, ნემსს ხომ არ ვიკეთებ, მაგრამ არანაირი ნემსი არ გამიკეთებია. არც გადავიხდი მაგდენ ფულს ნემსში და თან არც ვიცი წლების შემდეგ რა შედეგს მოიტანს. მენიუდან ამოვიღე ცომეული, ტკბილეული და გაზიანი სასმელები. ვერ ვიტყვი რომ ჯანსაღ კვებაზე ვარ, დღეს მხოლოდ და ყავა და თხილი მივირთვი. მშიერი ვარ, მაგრამ ბედნიერი ვარ და არ მშია.
- საკუთარი საქმიანობიდან გამომდინარე ყოველდღიურად გიწევს გვიანობამდე კონცერტები, როგორ ახერხებ სწორი რეჟიმის შენარჩუნებას?
- მე ღამის თენება აღარ მიწევს. დიდი ხანია რესტორნებიდან წავედი. იყო მაგის დრო და ასაკი, ახლა ყოველ საღამოს არცერთ რესტორანში არ ვმღერი. მხოლოდ ჩემს მიერ ჩამოყალიბებულ ბენდ “ნიუ ვიჟენთან” ერთად გავდივარ სხვადასხვა წვეულებებზე მიწვევით. შესაბამისად ვარ შვილთან, ოჯახთან და საკუთარ საქმესთან ჩემს indoStudio-ში მოსწავლეებთან,ჩემს ბენდთან ერთად საკუთარ სტუდიაში მაქვს რეპეტიციები, ვაკეთებთ ახალ ქავერებს და ლაზარე ადამიამ დამიწერა სიმღერა რომლის ტექსტის ავტორი მე ვარ “გული ხომ ბედნიერია”, რომელსაც მსმენელი მალე მოისმენს.
- ინდირა მარტოხელა დედა ხართ, რთულია?
- რაც არ იცი ყველაფერი რთულია. ისეთი შვილის დედობა როგორიც ღმერთმა მაჩუქა რთული არ არის. ერთ სიტყვასაც ვერ ვიტყვი იმაზე, რომ შვილის მარტო გაზრდა რთულია. თუ ქალი ხარ, დედამ გაგზარდა და იცი, როგორც უნდა გაზარდო შვილი, ეს რთული საერთოდ არ არის.
- შენი შვილის მამასთან როგორი ურთიერთობა გაქვს, არის ჭორები რომ დაძაბული ურთიერთობა გაქვთ…
- სისულელეა. ჩემს შვილს ჰყავს შესანიშნავი მამა და მასთან ისეთი ურთიერთობა მაქვს, როგორიც ჩვენს შვილს შეეფერება.
ფოტო - ლანა ვახტანგაძე