მპოვნელი დასაჩუქრდება - რას ეძებს რაგბის კავშირი

რაგბი

საქართველოს რაგბის კავშირ, საქართველოს ნაკრების პირველი თამაშის საქართველო - ზიმბაბვეს ვიდეოს ეძებს, რომელიც 1989 წელს შედგა.

პირველი, ვინც ამ ვიდეოს, მათ მიაწვდის სხვადასხვა საჩუქრით დაჯილდოვდება.

„გაავრცელეთ! ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს!  ვეძებთ საქართველოს ნაკრების პირველი თამაშის ვიდეოსსაქართველო-ზიმბაბვე 1989 წელი (ქუთაისი)პირველი ვინც ამ ვიდეოს მოგვაწვდის ჩვენგან მიიღებს  :ბორჯღალოსნების ახალ ფორმას  10 ბილეთს 2022 წელს ბორჯღალოსნების ყველა საშინაო თამაშზე  ბურთს ბორჯღალოსნების ხელმოწერებით  100 ბოთლ ყაზბეგის ლუდს  16 ქილა მეთექვსმეტეს ქუთაისში, ბიკენტიას საქაბაბეს 100 ლარიან ვაუჩერს  სამკერდე ნიშნებს  ვიქტორიას ჩანჩქერის სურათს  და 250 მადლობას“, - აღნიშნულია რაგბის კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.