მოვუწოდებთ შსს-ს, შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების საპოლიციო ძალებით დაშლა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები - „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“

აქცია

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ განცხადებას ავრცელებს.

გავრცელებული განცხადების მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეების დაშლა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სრულიად უსაფუძვლოდ, გაფრთხილების გარეშე, აქციის დაშლა დაიწყო.

"2024 წლის 30 აპრილს გამართულ მშვიდობიან დემონსტრაციაზე, სადაც მოქალაქეები რუსულ კანონს აპროტესტებენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სრულიად უსაფუძვლოდ, გაფრთხილების გარეშე, აქციის დაშლა დაიწყო. შსს დემონსტრანტების მიმართ იყენებს ძალას, დემონსტრანტების ნაწილი არის ნაცემი. გავრცელებული ინფორმაციით, გამოიყენეს რეზინის ტყვიები ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი. აკავებენ მშვიდობიან დემონსტრანტებს.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების საპოლიციო ძალებით დაშლა და უზრუნველყოს ამ ადამიანების მიერ უსაფრთხო გარემოში შეკრების და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა.

მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები.2024 წლის 30 აპრილს გამართულ მშვიდობიან დემონსტრაციაზე, სადაც მოქალაქეები რუსულ კანონს აპროტესტებენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სრულიად უსაფუძვლოდ, გაფრთხილების გარეშე, აქციის დაშლა დაიწყო. შსს დემონსტრანტების მიმართ იყენებს ძალას, დემონსტრანტების ნაწილი არის ნაცემი. გავრცელებული ინფორმაციით, გამოიყენეს რეზინის ტყვიები ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი. აკავებენ მშვიდობიან დემონსტრანტებს.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების საპოლიციო ძალებით დაშლა და უზრუნველყოს ამ ადამიანების მიერ უსაფრთხო გარემოში შეკრების და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა.

მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები," - ნათქვამია განცხადებაში.