1761855398
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვას 2021 წლის 5 ივლისის ორგანიზებული ძალადობის გამეორება - "თანასწორობის მოძრაობა"
 
                                                                "ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოში პუტინისტურ მოძალადე ჯგუფებს საშუალება ეძლევათ ღიად და დაუფარავად შეუშალონ ხელი ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს, საჯაროდ იძალადონ ადამიანებზე და შებღალონ პოლიტიკური მნიშვნელობის სიმბოლოები",- ამის შესახებ თანასწორობის მოძრაობის (EM) განცხადებაშია ნათქვამი.
"მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, არ დაუშვას 2021 წლის 5 ივლისის ორგანიზებული ძალადობის გამეორება. მოხარული ვართ, რომ Tbilisi Pride-ის კვირეული წარმატებით ჩატარდა და იმედს გამოვთქვათ, რომ დღევანდელი ღონისძიებაც უსაფრთხოდ ჩაივლის", - წერია განცხადებაში.
 
                                                     
                                                     
                                                     
                                                     
                                                     
                                                    










