მოსკოვი-ბათუმის რეისზე, რუსულ თვითმფრინავს ძრავის ხუფი მოძვრა და აეროპორტში დაბრუნება მოუწია - მედია

რეისი

რუსული ავიაკომპანია Azimut-ის ლაინერი Superjet-100-ი, რომელიც მოსკოვი-ბათუმის რეისს ასრულებდა, მოსკოვში, ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა, რადგან აფრენისას თვითმფრინავს მარჯვენა ძრავის ხუფი მოძვრა.

ავიაკომპანიის პრესსამსახურის განცხადებით, თვითმფრინავი ვნუკოვოს აეროპორტში "ტექნიკური ხარვეზის" გამო დაბრუნდა.

ავიაკომპანიაში ამბობენ, რომ ბათუმში მგზავრებს სარეზერვო თვითმფრინავით გადაიყვანენ.