ტრამპი აცხადებს, რომ ინდოეთთან სავაჭრო მოლაპარაკებები ახლა არ სურს

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ინდოეთთან სავაჭრო მოლაპარაკებები ახლა არ სურს.

„არა, ვიდრე საკითხს არ გადავწყვეტთ“, – აღნიშნა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის, დღეიდან ამოქმედდა დონალდ ტრამპის ახალი ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ინდოეთიდან იმპორტირებული პროდუქციის უმეტესობას, სულ მცირე, 25-პროცენტიანი ტარიფი დაუწესდა.

ამასთან, ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუ ინდოეთი 27 აგვისტომდე არ შეწყვეტს რუსეთიდან ნავთობის შეძენას, ქვეყანას დამატებით 25-პროცენტიან ტარიფს დაუწესებს.