მოსალოდნელია თოვლი და ქარბუქი, იქროლებს ძლიერი ქარი - მეტეოროლოგის გაფრთხილება

კობა ფარტენაძე

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს:

„მოსალოდნელია ამინდის მნიშვნელოვანი ცვლილება და არსებულთან შედარებით ტემპერატურის მკვეთრი კლება.
12 და 13 დეკემბერს ღრმა ციკლონურ მორევთან არსებული ცივი და ნოტიო ჰაერის მასები დაიწყებს საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებას, რომელიც დაასრულებს დასავლეთში +20 გრადუსიან სითბოს და მნიშვნელოვნად გაავდრდება, იწვიმებს, ზოგან ძლიერად, ყველგან იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე შეიქმნება შტორმული სიტუაცია.

14 დეკემბერს - დასავლეთში ყველგან და აღმოსავლეთში ზოგან მოსალოდნელია თოვლი, დაბლობსა და ბარში შესაძლოა მყარი თოვლის საფარი არ შეიქმნას, მაგრამ თოვლის ფანტელებს იხილავს ყველა, ღამით 0 C სთან ახლოს იქნება ტემპერატურა, დღისით კი +1, +3 გრადუსი.

მთიან და მაღალმთიან ზონაში ყველგან მოსალოდნელია თოვლი და ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ხილვადობის შემცირება“, - წერს მეტეოროლოგი.