1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან – ძლიერი (ძირითადად, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), მთიან რეგიონებში ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ზვავსაშიშროება, ელექტროგადამცემ სადენებზე შემოყინულობა, ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი, 6 ბალამდე შტორმი.
სინოპტიკოსების ცნობით, 6 თებერვალს იქროლებს ძალიან ძლიერი ქარი.
„დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე, შესაძლებელია, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
ასევე ნახეთ:
არასრულწლოვანი შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს - მოზარდმა რამდენიმე დღის წინ იმშობიარა
„სავალდებულო გახდება მინიშნების გაკეთება...“ - საყურადღებო ინფორმაცია ინფლუენსერებისათვის!