„სავალდებულო გახდება მინიშნების გაკეთება...“ - საყურადღებო ინფორმაცია ინფლუენსერებისათვის!

ინფლუე

საქართველოში ინფლუენსერებისთვის, სავარაუდოდ, ახალი სტანდარტები შემუშავდება. დოკუმენტზე კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტო მუშაობს.

საქმე ეხება ისეთ ატვირთულ ვიდეოებს, რომლებიც შეიცავს რეკლამას. სავალდებულო გახდება მინიშნების გაკეთება, რომ კონკრეტული პროდუქტის შექმნისთვის ინფლუენსერმა კომპანიისგან თანხა მიიღო.

„საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს განმარტებით, არანაირი დამატებითი საკანონმდებლო რეგულაციის შემოღება არ იგეგმება. მომხმარებლის დაცვის შესახებ არსებული კანონმდებლობა საკითხს სრულად ფარავს. საუბარია ევროპული გამოცდილების საფუძველზე, სამოქმედო სტანდარტის გაზიარებაზე, იმ შემთხვევებისთვის, თუ მომხმარებელს ექნება პრეტენზია კონკრეტული ინფლუენსერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. მსგავსი მიდგომა ადაპტირებულია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში“, – აცხადებენ სააგენტოში.

ასევე ნახეთ:

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

ნახეთ, ვისთვის ჩანაცვლდება ლამინირებული პირადობები უფასოდ

ფიქრობთ, რომ ვიღაცამ „გაგთვალათ“ ან ჯადო გაგიკეთათ? - მაშინ, ეს უნდა წაიკითხოთ