მოსახლეობის გარკვეული ჯგუფისთვის ნებისმიერი სახის კორონავირუსი რისკის შემცველია - ივანე ჩხაიძე

ივანე ჩხაიძე

მოსახლეობის გარკვეული ჯგუფისთვის ნებისმიერი სახის კორონავირუსი რისკის შემცველია, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „რუსთავი 2-ის“ გადაცემაში „ღამის პრაიმ-თაიმი“ განაცხადა.

„სიკვდილიანობას თავისი გამომწვევი მიზეზები აქვს, ერთი რამ არ უნდა დაგავვიწყდეს: მოსახლეობის გარკვეული ჯგუფისთვის ნებისმიერი სახის კორონავირუსი რისკის შემცველია. ეს არის 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა, ორსულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები და არავაქცინირებულები, წლამდე ასაკის ბავშვები. ეს ის კატეგორიაა, რომელთათვის „ომიკრონი“ თუ ნებისმიერი სხვა მუტაცია, რომელიც შეიძლება გამოჩნდეს, რისკის შემცველი იქნება. ხელაღებით იმის თქმა, რომ ომიკრონი ყველასთვის არის მსუბუქი არასწორია,“ - ამობობს ივანე ჩხაიძე.