„მორიგი საოცარი დღეები მელოდება...“ - თამო ვაშალომიძე მიმართვას ავრცელებს

თამო ვაშალომიძე

თამო ვაშალომიძე თავისი ბრენდის წარსადგენად მორიგ საერთაშორისო ღონისძიებაზე გაემგზავრა.
მისი ვოიაჟი ამჯერად შედგება მილანში, სადაც მოდის კვირეული იმართება.

მოდელი და ინფლუენსერი წერს, რომ მილანის მოდის კვირეულზე მორიგ საოცარ დღეებს ელის:

„წინ ახალი საოცარი დღეები მელოდება, „თამო სქინი“ მილანის მოდის კვირეულს
სტუმრობს. თქვენც ჩემთან ერთად გამოგზაურებთ…“

„მივფრინავთ პირდაპირი რეისით. ძალიან ბევრი ჩემოდანი მაქვს, ერთი ჩემოდანიცვიყიდეთ და იქ გადავიტანეთ ნივთები, ყველაფერი მოვაგვარეთ…“, ამბობს აეროპორტიდან გამოქვეყნებულ ვიდეოში თამო.