მოქმედებს თუ არა დაგრძელებული თმა ადამიანის ენერგეტიკაზე - ერთ-ერთი აქტუალური პროცედურის ეზოტერიკული განმარტება

დაგრძელებული თმა

ბოლო დროს, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პროცედურა თმის დაგრძელებაა. ამ პროცედურამდე, სტილისტთან ერთად უნდა გადაწყვიტოთ, როგორ თმას გამოიყენებთ. არჩევანი საკმაოდ ფართოა, შეგიძლიათ, სალონშივე აარჩიოთ ან ინტერნეტით გამოიწეროთ სასურველი მასალა: ხელოვნური, ბუნებრივი, ლამინირებული ან დაუმუშავებელი.

როგორც წესი, ყველა ბუნებრივ, შეუღებავ და ჯანსაღ თმას ირჩევს. თუმცა, აქ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი. ტაროლოგი ნინუშკა ლისენკო ყველაზე ხშირად დასმულ კითხვას პასუხობს და ამბობს, რომ ამ პროცედურისგან თავი მაქსიმალურად უნდა შევიკავოთ, რადგან თმა ქალის ყველაზე ძლიერი ბიო მატერიაა.

„ყველაზე აქტუალური კითხვაა, იმოქმედებს თუ არა თმის დაგრძელება ჩემს ენერგეტიკაზე - ცნობილია, დაგრძელებისას, ნატურალურ თმას იყენებენ. ის სხვა ადამიანის თავზე იზრდებოდა შესაბამისად, მის ენერგეტიკას იღებს. მთელი ცხოვრების ენერგიას ერთი ღერი თმაც კი იღებს. თმა მნიშვნელოვანი მხოლოდ ეზოტერიკულად არ არის, ანალიზსაც აკეთებენ, იგებენ რამდენი წლის ხარ, რა დაავადებები გაქვს და ა.შ.

მინახავს კადრები, აუღიათ დაგრძელებული თმა, მარილში დაუბანიათ... აზრი არ აქვს, თმა, სისხლი და ფრჩხილი ადამიანის ყველაზე ძლიერი ბიო მატერიაა. სხვა ადამიანს როგორც კარგის, ასევე ცუდის გადმოცემაც შეუძლია. ადამიანი თმას არ მოიჭრის და გაყიდის კარგი ცხოვრების გამო, როგორც წესი, მკვდრებსაც აჭრიან, ზოგი სნეულია, იჭრის და ყიდის... წარმოიდგინეთ, სულ რომ ყველაზე ბედნიერი იყოს, ხომ არსებობს კარმა, ენერგია, რა ცხოვრება გამოიარა... უბრალოდ, გთხოვთ, დაფიქრდით... თქვენი აზრით, მარილი რომ შეაყარო და „აბრაკადაბრა“ უთხრა, აღარ ექნება ენერგია?! 

გირჩევთ, რომ თქვენივე თმა გაიზარდოთ, რადგან ქალის თმაში ყველაზე დიდი ენერგეტიკაა. ეს არის ჩვენი ანტენები. როცა თმა შეკრული გვაქვს, არ გვინდა სამყაროდან ბევრი ინფორმაციის აღება, როცა გაშლილი - ვიღებთ. როცა ვიჭრით, ვიჭრით ჩვენს ანტენებს, სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ასეა.

თმის ბოლოების მოჭრა და ხშირი შეჭრაც, ქალური ენერგიისთვის არ ვარგა...“ - ამბობს ნინუშკა ლისენკო.

ფოტო: lushhairfolk.com

ასევე ნახეთ:

7 ხრიკი, რომელიც დაგეხმარებათ, რომ უფრო მაღალი გამოჩნდეთ

რაზე მიგვანიშნებს, თუ მუდმივად შიმშილის გრძნობა გვაქვს