1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ჩვენ არ შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი სიმაღლე, მაგრამ, შეგვიძლია, რომ ჩვენი ფიგურა, უფრო მოხდენილი და გრძელი გამოჩნდეს.
ქუდი ქმნის სიმაღლის ვიზუალურ ეფექტს.
ქუდის არჩევისას გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები: ის არ უნდა იყოს უფრო ფართო, ვიდრე თქვენი მხრები, მისი ფერი არ უნდა განსხვავდებოდეს თქვენი ტანსაცმლის ფერებისგან და ქუდის ფორმა, არ უნდა იყოს მეტისმეტად დაბრტყელებული ან მეტისმეტად მაღალი.
დაივიწყეთ განიერი ტანსაცმელი - ის თქვენს სხეულს სიმაღლეს უკარგავს.
თუ მაინც გსურთ, რომ განიერი ტანსაცმელი მოირგოთ, გამოიყენეთ ცნობილი ხრიკი და სილუეტი ქამრის საშუალებით გამოკვეთეთ. ასე ბევრად მაღალი გამოჩნდებით.მოკლე ტოპები და პიჯაკები, თქვენს პროპორციებს აბალანსებენ.
თუკი გსურთ, რომ თქვენი ფეხები გრძელი გამოჩნდეს, მაშინ აირჩიეთ მოკლე ტოპები და პიჯაკები.
ხოლო თუ არ გსურთ, რომ მუცელი გამოაჩინოთ, შეუხამეთ მაღალწელიანი შარვალი.
მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ქსოვილს აირჩევთ, თქვენი მიზანი სილუეტი ხაზგასმაა.სამკაულები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ტანსაცმელი.
მიუხედავად იმისა, რომ სწორად შერჩეული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი თქვენი პროპორციების დაბალანსებაში დაგეხმარებათ, სამკაულიც შესანიშნავი დამხმარე საშუალებაა. ერთ-ერთი გზა, რომ უფრო მაღალი გამოჩნდეთ, არის გრძელი, თხელი ყელსაბამების ტარება, რადგან ის იძლევა გრძელი და სუსტი კისრის ილუზიას. ასევე, არაჩვეულებრივი არჩევანია გრძელი საყურეები - ის თქვენს სილუეტს რამდენიმე სანტიმეტრს უპრობლემოდ „დაამატებს“.
წვეტიანი და ნეიტრალური ფერის ფეხსაცმელი წვრილი, გრძელი ფეხების ილუზიას ქმნის.
თუ ბუნებრივად არ ხართ მაღალი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი უნდა აირჩიოთ, მაგრამ აქ საქმე ქუსლის სიმაღლეში კი არაა, არამედ ფეხსაცმლის ფერსა და ფორმაშია.ისწავლეთ „ძირითადი წესი“.
მოდა არ არის მხოლოდ პრინტებისა და ფორმების შეხამება; ეს არის ცოდნა, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ ფერები სწორად, რათა ხაზი გაუსვათ თქვენი სხეულის საუკეთესო მახასიათებლებს.
მაგალითად, ღია ფერის შარვალი კარგად გამოიყურება ღია ფერის ბლუზთან ერთად, რადგან ის ფეხებს უფრო აგრძელებს. მაგრამ, ეს ტექნიკა პირიქითაც მუშაობს - მუქი ფერის შარვლისა და ღია ფერის ბლუზის შეხამებით, შეგიძლიათ თქვენი სხეული კიდევ უფრო „დააგრძელოთ“.გამოაჩინეთ კანი.
მხრებისა და დეკოლტის არეში, კანის გამოჩენა ხელს უწყობს ფიგურის დაგრძელებას. ამის მიზეზი დამატებითი სივრცის ილუზიაა. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს წესი და შეარჩიოთ მხრებზე გადასული მაისური ან პერანგი. გარდა ამისა, დაიმახსოვრეთ, როდესაც საზოგადოებას მოშიშვლებულ კანს უჩვენებთ, ამით თქვენ თავდაჯერებულობას გამოხატავთ.
ასევე ნახეთ:
„ძალიან ეჭვიანი ვარ... სანდრო საერთოდ ვერ იგებს, ისე ვბლოკავ ვიღაცებს“- თამუნა მუსერიძე