1734811100
მოქალაქეები, რომლებიც ნაძვის ხის ანთების ცერემონიას უნდა დაესწრონ, პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან - ადგილზე მობილიზებულია პოლიცია
რუსთაველის გამზირზე აქცია გრძელდება, ამის პარალელურად, თავისუფლების მოედნიდან მოქალაქეები, რომლებიც ნაძვის ხის ანთების ცერემონიას უნდა დაესწრონ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიისკენ მიემართებიან. ადამიანები ამბობენ, რომ ისინი დღეს შეიკრიბნენ საზეიმო განწყობით და აპირებენ, რომ შეკრების შემდეგ, მსვლელობით პარლამენტის შენობასთან მივიდნენ.
ადგილზე მთელი დღის განმავლობაში დგას შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცტექნიკა, საპოლიციო ცოცხალი ძალა, რომელიც ამ დროისთვის პარლამენტისკენ მიემართებიან.
რუსთაველის გამზირზე, აქციის პარალელურად, მიმდინარეობს სპეციალური სცენისა და ხმის გამაძლიერებლების მონტაჟი, ვინაიდან პარლამენტის წინ დაგეგმილია ნაძვის ხის ანთების ცერემონია