4 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
1775243858
AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია დღეიდან სავალდებულო ხდება.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი ექვემდებარებიან კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციას.
სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლის 28 მარტამდე მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის პირველადი რეგისტრაციისათვის მოქმედებდა რეგისტრაციის გამარტივებული წესი. გარდა მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისა, 28 მარტამდე AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება ან/და რეგისტრაციის მიზნით პირველადი რეგისტრაციისთვის განკუთვნილი დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელი იყო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების (PTI) ცენტრების საშუალებითაც.
4 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
1775243858
ლუკა კურტანიძე მიმართვას ავრცელებს
1775246914
რუსთავში, მტკვარში ახალგაზრდას ცხედარი ნახეს
1775247355