1763580300
„მომხმარებელი ხშირად ფიქრობს, რომ ყვითელი ქათამი ცხიმიანია, სინამდვილეში კი, ფერი შეიძლება ხელოვნურად იყოს შეცვლილი“ - სურსათის უვნებლობის სპეციალისტი
„მომხმარებელი ხშირად ფიქრობს, რომ ყვითელი ფერის ქათამი ცხიმიანია, სინამდვილეში კი, ფერი შეიძლება ხელოვნურად იყოს შეცვლილი“, - ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული საუბრობს.
„ბაზარი ითხოვს, რომ ქათამი იყოს ყვითელი. მომხმარებელი კი ხშირად ყვითელი შეფერილობის გამო ფიქრობს, რომ ყიდულობს ცხიმიან ქათამს.
ნამდვილ, სოფლის ქათამს, რასაც ვეძახით, მართლაც აქვს დამახასიათებელი ყვითელი ფერი, მაგრამ არა ისეთი ნათელი, როგორც პიგმენტირებული ქათმის შემთხვევაში. სოფლის ქათამს ფეხები და თავი მთლიანად ყვითელი არ უნდა ჰქონდეს. ადგილ-ადგილ შეიძლება მცირე ყვითელი შეფერილობა გამოიკვეთოს.
ხოლო, თუ ქათამი სრულად ყვითელი ფერის არის, ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს მიღებული პიგმენტებით გამდიდრებული საკვები, რომელმაც ფერი შეუცვალა“, - ამბობს ირაკლი არაბული.











